თეგი: მარგარიტა სიმონიანი

მარგარიტა სიმონიანი: რა საჭიროა სამარცხვინო საბაჟო პუნქტი აფხაზეთში?!

რუსული მედიასაშუალება Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის" არსებობას, სამარცხვინოდ მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს. "გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან. ჰოდა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო "საზღვარი და საბაჟო პუნქტი", რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს ერთის მხრივ, იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ხოლო მეორეს მხირვ - იმ ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ჩვენს გამო დღეს სისხლს ღვრიან?!“, - აცხადებს სიმონიანი. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.

კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა RT-მ თანამშრომლობა შეწყვიტა წამყვანთან, რომელსაც „უკრაინელი ბავშვების ჩაძირვა სურს"

კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანის თქმით, რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან „თანამშრომლობა შეაჩერეს“.  კულება მსოფლიოში, მთავრობებს მოუწოდებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT ამის მიზეზი, 20 ოქტომბერს ანტონ კრასოვსკის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა.  კრასოვსკიმ საავტორო გადაცემაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო, ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „საზიზღრობა“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რთულად დასაჯერებელია“, რომ კრასოვკსის „გულწრფელად მიაჩნდა, რომ ბავშვები უნდა ჩაძირო“, Russia Today მასთან „თანამშრომლობას აჩერებს“. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today).  

კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანსა და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს, სომხეთში შესვლა აეკრძალათ

კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ, მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.  „კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", – წერს სიმონიანი ტელეგრამზე. მანამდე, 25 ოქტომბერს რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.   წერილში, მან განმარტა, რომ სომხეთისთვის, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიუღებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება, სიმონიანს, ის სომხეთში ჩასვლაზე აკრძალვის მიზეზს არ ასახელებს.  ამ დრომდე, მარგარიტა სიმონიანისთვის დაწესებულ აკრძალვაზე, სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.  

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს და კიდევ ორ პირს სომხეთში არ უშვებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინე ზატულინის, ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანისა და მედიამაგნატ არამ გაბრელიანოვი ქვეყანაში არ შეუშვეს. ფაშინიანის თქმით, ვინც არჩეული მთავრობის მიმართ უპატივცემულობას ავლენს, სომხეთში არ შეუშვებენ.„მათ, ვინც არჩეულ მთავრობას პატივს არ სცემენ, არ შეეშვებიან სომხეთში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, მის მიმართ პატივისცემის მოლოდინი ჰქონდეს.  

უკრაინამ მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. სიმონიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის მიხედვით, მათ შორის, იგულისხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა, სამხედრო მოქმედებების პროპაგანდა. გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სიმონიანი გენოციდისკენ მოწოდებაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. ორგანიზაციამ სიმონიანი დაადანაშაულა უკრაინელი ბავშვების მასობრივი მკვლელობის მოწოდებაში, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებისა და დაბომბვების გაგრძელების კამპანიის წახალისებაში.. უკრაინამ სიმონიანი მსგავს ბრალდებებში 2022 წლის მარტშიც დაადანაშაულა.